სახელი: ტომას ვერმაელენი დაიბადა: 14 ნოემბერი 1985 დაბადების ადგილი: ბელგია ამპლუა: ცენტრალური მცველი ყოფილი გუნდი: აიაქსი ნომერი: 5 გუნდში მოვიდა: 19 ივნისი 2009 წელი. დებიუტი: 19 აგვისტო 2009 წელი. პირველი გოლი:ევერტონთან, 19 აგვისტო 2009 წელი. ტომასმა კარიერა თავისივე სამშობლოში, კლუბ Germinal Ekeren-ში დაიწყო.
აიაქსი 2000 წელს ის აიაქსის აკადემიაში გადავიდა. მისი პროფესიონალური დებიუტი 2004 წლის 15 თებერვალს შედგა ვოლენდამის წინააღმდეგ, სადაც აიაქსმა 2-0 იმარჯვა. ეს მისი ერთადერთი მატჩი იყო ამ სეზონში, როდესაც აიაქსმა ჰოლანდიის ერედივიზიონი მოიგო. ამის შემდეგ ტომასი არენდით გაუშვეს ასევე ჰოლანდიურ კლუბ ვაალვიკში 2004-05 სეზონში. ვაალვიკში ის ხშირად არ ხვდებოდა პირველ გუნდში თუმცა საბოლოო ჯამში 13 შეხვედრა ითამაშა და 3 გოლის გატანაც მოახერხა. აიაქსში დაბრუნებული ტომასი მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის წევრი. 2005/2006 წლებში მან 24 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ასევე ამავე სეზონში გახდა ჰოლანდიის თასისა და სუპერთასის მფლობელი. 2006 წლის 13 აგვისტოს ბელგიელმა მცველმა მეორედ მოიგო სუპერთასი. ფინალში აიაქსმა მისი დაუძინებელი მტერი ”პსვ” 3-1 დაამარცხა. 2007 წელს ის ჰოლანდიის თასის ორგზის ჩემპიონი გახდა. მან დაცვაში შესანიშნავი წყვილი შეკრა ჯონი ჰეიტინგასთან ერთად, ხოლო მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი ესპანეთში გადავიდა, მის მეწყვილედ იან ვერტონჰენი იქცა. 2007-08 სეზონში ტომასმა მესამედაც მოიგო ჰოლანდიის სუპერთასი.ჩემპიონატში კი მეორე ადგილი დაიკავა. აიაქსის უდაო ლიდერისა და კაპიტნის, კლაას იან ჰუნტელაარის გუნდიდან წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური ვერმაელენს გადაეცა.
არსენალი ვერმაელენი 2009 წლის 19 ივნისს ”აიაქსიდან” ლონდონის ”არსენალში” გადავიდა 10 მლნ ევროდ. კოლო ტურეს ”არსენალიდან” წასვლის შემდეგ 5 ნომერი სწორედ ტომასს ერგო. მან უილიამ გალასთან ერთად ლონდონური კლუბის ძირითადი დაცვის ხაზი შეკრა. ვერმაელენის დებიუტი პრემიერ-ლიგაში 2009 წლის 19 აგვისტოს, ”ევერტონის” წინააღმდეგ შედგა. სადაც მან თავის გამოჩენა გოლითაც მოახერხა. 37-ე წუთზე რობინ ვან პერსის პასით მან ბურთი თავით გადაგზავნა კარში და ”კანფეტების” კარის ბადე შეარხია. ”მეთოფე” გულშემატკივრებმა ის ორჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მისთვის მეტსახელიც გამოიგონეს. მას ყველა ”ვერმინატორს” ეძახის. წარმატებული კარიერის გამო ის ბელგიის წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დასახელდა და პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
ნაკრები თავისი სანაკრებო კარიერა ვერმაელენმა ბელგიის 19 წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, მან მონაწილეობა ამავე ასაკობრივი ჯგუფის ჩემპიონატშიც მიიღო, ამას მოჰყვა 21-წლამდელთა ჩემპიონატი. მისი პროფესიონალური დებიუტი ბელგიის ნაკრებში 20 წლის ასაკში შედგა 2008 წლის 26 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ. 2009 წლის 8 ოქტომბერს იგი ბელგიის ნაკრების კაპიტნად დაასახელეს. ამავე წლის 14 ნოემბერს მან თავისი ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა უნგრეთის წინააღმდეგ.
მიღწევები: ჰოლანდიის თასის მფლობელი: 2005-2006, 2006-2007 ჰოლანდიის სუპერთასის მფლობელი: 2006, 2007
პირადი: პრემიერ-ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა:2009-10
მთარგმნელი: ჯანო გოგოლი
|