სახელი: ფრანცესკ ფაბრეგას სოლერი დაიბადა: 4 მაისი 1987 წელი. დაბადების ადგილი: ესპანეთი ამპლუა: ნახევარმცველი ყოფილი გუნდი: ბარსელონა ნომერი: 4 გუნდში მოვიდა: 11 სექტემბერი 2003 წელი. დებიუტი: 28 ოქტომბერი 2003 წელი. პირველი გოლი: ვულვერჰემპტონთან 2 დეკემბერი 2003 წელი. ცესკ ფაბრეგას სოლერი - არსენალის ნახევარმცველი და ესპანეთის ნაკრების უცვლელი ფეხბურთელია.
ბიოგრაფია ცესკ ფაბრეგასი დაიბადა 4 მაისს 1987 წელს კატალონიის ერთ-ერთ ქალაქში, კერძოდ არენის-დე-მარში. მართალია პატარა ქალაქია მაგრამ თავისი კულტურით და ღირსშესანიშნაობებით ყველა ქვეყნიდან უამრავ ტურისტს იზიდავს. ცესკი გახდა ბარსელონას გულშემატკივარი იმ დღიდან როგორც კი იხილა ასულგრანდას თამაში. ამის შემდეგ უკვე პატარა სესკის გულში სამუდამოდ დაისადგურა ბარსელონამ და იგი უმალვე გაემგზავრა ქალაქში სადაც ჩაირიცხა მთელი ესპანეთის მაშტაბით ერთ ერთ საუკეთესო კლუბში.ეხლა ფაბრეგასი იმ დროს იხსენებს როგორც ყველაზე საუკეთესოს მის ცხოვრებაში მიუხედავად იმიას, რომ მას სკოლიდან უწევდა ვარჯიშზე წასვლა შემდეგ კი 9 საათამდე სახლში უნდა დაბრუნებულიყო რომ გაკვეთილები შეესრულებინა. როგორც კი წამოიზარდა ესპანელი ბარსამ იგი გაასხვისა მოკრძალებულ კლუბ "მატარო-ში" შემდეგ კი ერთი წლის შემდეგ ცესკი შეუერთდა ბარსელონას მეორე გუნდს.არცაა გასაკვირი რომ, ბარსელონას ახალგაზრდული გუნდი მალე გახდა ესპანეთში საუკეთესო. მაშინ იმ გუნდში დაცვაში ბრწყინავდა ხერარდ პიკე რომელიც შემდგომ მანჩესტერმა შეიძინა, თავდასხმაში ლიონელ მესი ხოლო ნახევარდაცვაში ცესკ ფაბრეგასი. საბოლოო ჯამში ბარსამ ვერ შეძლო პიკეს და ცესკის შენარჩუნება და გულშემატკივრები ამაში ჟოაო ლაპორტას ადანაშაულებდნენ, მაგრამ ესპანელმა თითონ განაცხადა რომ არსენალში მისი გადასვლა 16 წლის ასაკში მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო. არსენალმა შეამჩნია მისი ტალანტი მას შემდეგ რაც, მან გაბრწყინა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2003 წელს, სადაც გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.ძალიან იშვიათია როცა ერთი ფეხბურთელი ღებულობს რამოდენიმე პრიზს, ფაბრემ კი ეს მოახერხა როცა გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ასევე საუკეთესო ბომბარდირი. აღსანიშნავია რომ იმ წელს ცესკმა მხოლოდ ოქროს მედალი ვერ მოიგო ფინალში ესპანელები ბრაზილიელ თანატოლებთან დამარცხდნენ. ინგლისში კატალონიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც მოიგო მეთოფეთა მაისური როტერჰემტან მატჩში. იმ მომენტში ცესკი 16 წლის და 177 დღის იყო, ამით მან გააუმჯობესა ჯერმეინ პენანტის რეკორდი. ზუსტად 35 დღეში ფაბრეგასმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა როდესაც გოლი გაუტანა უკვე ვოლვერჰემპტონს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე არსენალის ისტორიაში. ძნელი არაა განჭვრიტო ცესკის კარგი თამაშის საიდუმლო. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი, იგი ძალიან შრომისმოყვარეა და ლონდონში მას ყველა წინაპირობა აქვს რომ გახდეს ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველი.მას გუნდში ყველა კარგად ექცეოდა და ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ (ამას ცესკი თითქმის ყველა ინტერვიუში ხაზს უსმევს) მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ფილიპ სენდეროსთან რადგან, ისინი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ თითქმის 3 წელი. 2004 წელს ესპანელს არ გასჭირვებია გუნდთან ადაპტაცია. ის იმდენად კარგად ათამაშდა რომ ვენგერს უკვე საბაბი აღარ ქონდა ენერვიულა მოედნის ცენტრში პატრიკ ვიეირას დანაკლისი რომელმაც იმ წელს არსენალი იუვენტუსზე გაცვალა. ამით ფაბრეგასმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა ჟურნალისტებისგან. არსენ ვენგერმა მასზე განაცხადა რომ მან იდეალურად შეცვალა ვიეირა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მასზე პატარა ნიუსიც მოამზადეს. "იგი ძალიან წყნარი ბიჭია, არ უყვარს აურზაური და პრობლემები. მისი კუმირები არიან (გვარდიოლა, ზიდანი) მის საყვარელ ქალს ჰქვია კარლა რომელთანაც უკვე 3 წელია ცხოვრობს (მათ ურთიერთობაში სკანდალს ადგილი არ ჰქონია) უყვარს სახლში გაკეთებული წვნიანი, უყვარს ინტერნეტთან ჯდომა და ფანებთან საუბარი (ეროტიკული საიტებით არ ინტერესდება) მას ასევე ძალიან უყვარს საფეხბურთო სიმულატორებით თამაში და თავისუფალ დროს სწორედ ამას აკეთებს." ერთადერთი რასაც მას აბრალებენ ინგლისური ტაბლოიდები არის ის რომ, თურმე ერთხელ მანჩესტერის წინააღმდეგ მატჩში ცესკმა პიცის ნაჭერი ესროლა სერ ალექ ფერგიუსონს რომელიც მას სახეში მოხვდა. ესპანელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი ვარსკვლავური ერა დაიწყო 2006 წელს როდესაც ერთმანეთის მიყოლებით არსენალმა გზიდან ჩამოიშორა ჯერ მადრიდის რეალი შემდეგ იუვენტუსი და მხოლოდ ფინალში დამარცხდა კატალონიურ ბარსელონასთან. დღესდღეისობით ცესკი არსენალის ვარსკვლავია. იგი გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მას უჯერებენ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები მიუხედავად იმისა რომ იგი მათზე მხოლოდ რამოდენიმე წლით უფროსია. მას არ ავარდნია თავში ვარსკვლავური ავადმყოფობა, არ უყვარს დალევა და ღამის კლუბებში სიარული მისთვის მთავარია მალე მივიდეს სახლში და ჩაუჯდეს სიმულატორს.
არსენალი მიუხედავად იმისა რომ იგი გუნდში 2003 წელს მოვიდა პრემიერლიგაში პირველი მატჩი მხოლოდ 2 წლის შემდეგ ჩაატარა სადაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. მწვრთნელი მას ენდობოდა და ამის შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ დააყენა სასტარტოში ევერტონის, მიდლსბროს, ბლექბერნის და ნორვიჩის წინააღმდეგ.მან მალევე მოიზიდა გულშემატკივართა სიყვარული როდესაც შეძლო ბლექბერნის კარებში ლამაზი გოლის გატანა (3-0) შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში როსენბურგის წინააღმდეგ (5-1) 2005/2006 წლებში ვიეირას წასვლის შემდეგ ცესკმა დაიკავა მისი ადგილი სასტარტოში და ჩაატარა 48 თამაში რაც ძალიან ბევრია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. მანამდე მასზე ინგლისელი ექსპერტები ამბობდნენ რომ იგი ძალიან სუსტი იყო და ვერ გაყწევდა კონკურენციას ძალისხმიერ ინგლისურ ფეხბურთს.ჩემპიონთა ლიგაზე რეალის წინააღმდეგ იგი შეუდარებელი იყო (1-0) შემდეგ კი იუვენტუსთან თამაშში პირველი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გაუკეთა ტიერი ანრის (2-0) ამის შემდეგ ესპანელი უმალ შეადარეს უეინ რუნის და რონალდინიოს. მისმა თამაშმა უმალ მოხიბლა მსოფლიოს სხვა გრანდები და რეალიც მზად იყო მასში დიდი ფული გადაეხადა 2006 წლის 12 ივლის მაგრამ არსენ ვენგერმა კატეგორიული უარი განაცხადა მის გაყიდვაზე და ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზა რაზეც ესპანელი დათანხმდა და მას კონტრაქტის ამოწურვამდე ანუ 27 წლამდე მოუწევს ლონდონში ყოფნა. 2006 წლის 2 დეკემბერს TuttoSport-მა მას მიანიჭა Golden Boy-ს ტიტული რაც ძალიან დიდ წარმატებად ითვლება.
სანაკრებო კარიერა 2006 წლის 1 მარტს ცესკმა ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა პირველი თამაში და გახდა ბოლო 80 წლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრების შემადგენლობაში. ეს წოდება მან რაულს ჩამოართვა. იმ თამაშში ესპანელებმა კოტ დ'იუარს სძლიეს 3-2 და ფაბრეგასმა ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. 2006 წლის 14 ივნისს იგი გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინასთან მატჩში. ამ დროს იგი 19 წლის და 41 დღის იყო. 2008 წელს ცესკმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი არაგონესის მეთაურობით. 2010 წელს კი მან უკვე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად იმისა რომ დელ ბოსკე მას არ ედნობოდა ფინალში მისი წყალობით მოახერხა ესპანეთმა ჰოლანდიის დამარცხება სადაც შესანიშნავი პასი გაუკეთა ინიესტას.
მთარგმნელი: ზურა მჭედლიშვილი
|