|
როგორც მოგეხსენებათ სოლ კემპბელი არსენალს იანვარში შეუერთდა,მაგრამ აქამდე არ ქონდა ნათამაშევი ემირეითსზე.გუშინდელი მატჩი კი მისთვის პირველი აღმოჩნდა და სოლი აღფრთოვანებას ვერ მალავს.კემპბელმა განაცხადა,რომ მან გუშინდელ მატჩში ყოველი წუთით ისიამოვნა.
"შესანიშნავია,რომ ისევ არსენალთან ერთად ვარ.ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო არსენალის შემადგენლობაში ემირეითსზე.დიდებული იყო.ეს არის ფანტასტიური სტადიონი და შესანიშნავი იყო იქ თამაში ბიჭებთან ერთად.უბრალოდ საოცარია ასეთ გარემოცვაში თამაში.
ძალიან კარგია,რომ არსენალი მეოთხედფინალში გავიდა.გუშინ გუნდმა ფანტასტიურად ითამაშა.შენ ფეხბურთს სწორედ ასეთი მომენტებისთვის თამაშობ,მაგრამ ახლა ასევე კარგად თამაში უნდა განაგრძო.ბიჭებმა უბრალოდ შესანიშნავად ითამაშეს და მატჩში ყველაფერი ჩადეს."–განაცხადა სოლ კემპბელმა.
|