|
არსენალის ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი ირწმუნება,რომ არსენალს ჩემპიონთა ლიგაზე არც ერთი გუნდის არ ეშინია.ტომასი გუშინდელ შეხვედრაში მოედანზე ერთ–ერთი საუკეთესო იყო.ზოგიერთ არსენალის ფანს ურჩევნია არსენალს იუნაიტედი ან ჩელსი არ შეხვდეს,მაგრამ ტომასი აცხადებს,რომ მის გუნდს შეუძლია ლიგაზე მთელი გზა განვლოს და არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება მათი მეტოქე.
"ჩვენ შეიძლება შევხვდეთ იუნაიტედს მეოთხედფინალში,მაგრამ ეს უბრალოდ განსხვავებული მატჩია.შეიძლება ჩვენ ვისწავლოთ იმ მატჩებისგან,რომლებიც გავმართეთ ჩელსის და იუნაიტედის წინააღმდეგ.ეს ცოდნა კი შეიძლება გამოვიყენოთ მათთან მომავალ შეხვედრებში.როგორც ფეხბურთელი,შენ არასოდეს არავისი გეშინია.ყოველთვის კარგი თამაშია,როდესაც უპირისპირდები ჩელსის და იუნაიტედს,შენ გსიამოვნებს ასეთი კლუბების წინააღმდეგ თამაში.
მე დარწმუნებული ვარ ჩვენ შეგვიძლია ლიგის მოგება.სხვა შემთხვევაში მე არც ვიქნებოდი აქ.შნ ყოველ მატჩში კონცენტრირებული და თავდაჯერებული უნდა იყო.
ჩემი აზრით პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლიდან ჩვენ ორჯერ ჩამოგვწერეს.ყველაფერს სეზონის ბოლოს ვნახავთ.ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყველა მატჩზე კონცენტრირება და ვნახოთ სანამდე მიგვიყვანს ეს სეზონის ბოლოს.
ჩვენ ახლა ორი ტიტულისთვის ვიბრძვით,მაგრამ ყველა მატჩში უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.ყველა შეხვედრა რთულია და არ შეიძლება რომელიმე გასეირნებად ჩათვალო.ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია მომდევნო შეხვედრაზე და ეს ჰალთან შეხვედრაა.ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა შეხვედრა."–განაცხადა ტომას ვერმაელენმა.
|