|
არსენ ვენგერმა განაცხადა,რომ იგი ვერაფერს გააწყობს ჭორების წინააღმდეგ რომლებიც გალასის მომავალს სხვა და სხვა კლუბებს უკავშირებენ,მაგრამ ერთი რამ ნათელია არსენალს სურს გალასის შენარჩუნება.გალასის კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება და მის მომავალს რომას უკავშირებენ.თუმცა არსენს სურს გალასის შენარჩუნება.
"თქვენ მედიას შეგიძლიათ მისი მომავალის ვისაც გინდათ იმას დაუკავშიროთ,რადგან მას ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და ახლა შეუძლია ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკებები.არ ვიცი ესაუბრა თუ არა უილიამი რომას,მაგრამ ის ჩვენთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ჩვენ გვსურს მისი შენარჩუნება.მე ვფიქრობ მასაც ძალიან უნდა ჩვენთან დარჩენა.
არ ვარ დარწმუნებული.მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება.ჩვენ ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.მე შევხვდები მის აგენტს მომავალ ოთხშაბათს და შევეცდები მასთან შეთანხმებას მივაღწიო.მე მირცევნია ყველაფერი საიდუმლოდ შევინახო.ჩემთვის ძალიან ძნელია გამოვიდე და ვილაპარაკო თქვენთან კონტრაქტის შესახებ.მე ორივე მხარეს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ვისაუბრო კონტრაქტის შესახებ მედიასთან."–განაცხადა არსენ ვენგერმა.
|