|
არსენალის შვეიცარიელი ცენტრალური მცველი იოჰან ჯურუ აცხადებს, რომ ის მზადაა გახდეს არსენალის დაცვის ლიდერი და ბურჯი.მან განაცხადა, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც მან უნდა გამოამჟღავნოს თავისი პოტენციალი. მას მთელი შარშანდელი სეზონი გაუცდა მუხლის ტრავმის გამო და წელს ის აპირებს ყველაფრის ანაზღაურებას.
მას წელს ვენგერი აძლევს უდიდეს შანს თავის გამოჩენის, რადგანაც გუნდი დატოვეს მიქაელ სილვესტრიმ და ვილიამ გალასმა. იოჰან ჯურუმ არსენალის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა ავსტრიაში და შემდეგი კომენტარი გააკეთა.
"ეხლა მოვიდა დრო,რომ პროგრესი განვიცადო და ნაბიჯით წინ წავიწიო.მე ამას მუდმივად ვლაპარაკობ,მაგრამ ეხლაა ამის დრო მოვიდა. მე მთლიანი მატჩი ვითამაშე რაც ჩემთვის ძალიან კარგია და ეს იმას ნიშნავს,რომ ვენგერი მე მენდობა და ჩემი იმედი აქვს. ამის მერე ჩვენ თამაშები გველოდება უფრო გაცილებით ძლიერ გუნდებთან და მე მზად ვარ ამისთვის 100%-ით.იმის მიზეზი რომ ჩვენ შარშან პრემიერ ლიგა ვერ მოვიგეთ არ არის შეტევა ამის მიზეზი დაცვა იყო და 41 გოლი, რომელიც ჩვენ 38 მატჩში გაუშვით და წელს მე პირადად და ჩვენი მთლიანი გუნდი ვეცდებით ამის გამოსწორებას.
მე ვფიქრობ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ ნერვები გვღალატობს რაც ჩვენი ახალაგზრდობის ბრალია. ჩვენს გუნდს აუცილებლად სჭირდება უფრომ მეტი აგრესია და თუ ჩვენ ამ პრობლემემბს გამოვასწორებთ ჩვენ მთავარი ფავორიტები ვიქნებით პრემიერ ლიგის მოგებაში.ჩვენ გუნდში გვყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ჩვენ გვძალუთს პრემიერ ლიგის მოგება, პრემიერ ლიგის რომელიც არსენალის გულშემტკივარს შვიდი წელია არ უნახავს."
|