|
გადავწყვიტე შემომეთავაზებინა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ჩვენი გუნდის ახალწვეულზე,ლორენტ კოსიელნიზე.მართალია ამ საიტის მომხმარებელთა უმრავლესობას არ მოგწონთ კოსიელნი,თუმცა ეს სტატია თქვენთვის ორმაგად საინტერესო იქნება.თავს არ შეგაწყენთ მის ბიოგრაფიაზე საუბრით და პირდაპირ საინტერესო ფაქტებზე გადავალ.
საინტერესო ფაქტები:
- მთელი თავისი კარიერის განმავლობაში,როგორც პროფესიონალურ ისე სამოყვარულო დონეზე კოსიელნიმ ჩაატარა 163 მატჩი,გაიტანა 12 გოლი,2 ავტოგოლი,მიიღო 20 ყვითელი ბარათი და 2 წითელი ბარათი.
- კოსიელნი შემტევი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და არაა გასაკვირი,რომ ძალიან სურდა არსენალში გადასვლა.
- თავის ძლიერ მხარეებად ლორენტი მიიჩნევს:თავით თამაშს,პოზიციის შერჩევას და კარგი პირველი პასის გაკეთებას,ხოლო მისი უარყოფითი მხარე თავისივე აზრით არის,არა საკმარისი ფიზიკური სიძლიერე.
- მისი სიმაღლე 186 სანტიმეტრია,იგი მემარჯვენეა,თუმცა სულ დაცვის ცენტრის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა,რის გამოც ორივე ფეხს ერთნაირად ფლობს.
- 2009-2010 წლების სეზონისთვის კოსიელნიმ დაამყარა ფრანგული რეკორდი:ერთი მატჩის განმავლობაში (ეს იყო საფეხბურთო კლუბ ლანსის წინააღმდეგ) მან მოიგო 36 ორთაბრძოლა.საშუალო მაჩვენებელი კი საერთოდ სეზონში მისთვის არის 18.5.ეს მაჩვენებელი კი საუკეთესოა საფრანგეთის ჩემპიონატში.ამ თავისი მაჩვენებლით მან ბევრ დიდებული მცველი ჩამოიტოვა უკან,რომლებიც ადრე საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ.
- კოსიელნის იდეალური მცველი არის ლორან ბლანი.
- ცენტრალური მცველის სიანის საფეხბურთო კლუბ ლორიენიდან წასვლის შემდეგ,ბევრი ამ გუნდის გულშემატკივარი საჯაროდ გამოთქვამდა პროტესტს:ვინ არის კოსიელნი?ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის შესაძლებლობებში.თუმცა სულ რაღაც 6 თვის შემდეგ გულშემატკივრებს უბრალოდ შეუყვარდათ იგი და მოუწოდებდნენ დომენეკს ნაკრებში გამოეძახა იგი.დომენეკი სერიოზულად დაფიქრდა მასზე,თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტა გამოცდილ ფეხბურთელებს დაყრდნობოდა,რომელმაც უბრალოდ ჩინებული შედეგი მოიტანა.
- პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინტერვიუში განაცხადა,რომ მან უკვე გამოიძახა კოსიელნი ნაკრებში,თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა.
- გასული სეზონის დასასრუსლ ლორიენის გულშემატკივრებმა კოსიელნი წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მგონი არც თუ ისე უინტერესო ფაქტებია.თუ გავითვალისწინებთ ვერმაელენის და ვენგერის ქებას მისდამი,უნდა ვივარაუდოთ,რომ ჩვენი ლორენტი არც თუ ისე ცუდი ფეხბურთელი,როგორც თქვენი უმეტესობა ფიქრობს.
|